პატრიარქის თხოვნით პრემიერმა სამების ტაძარში მრევლს მიმართა

07 აპრ 2018

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მთავრობის წევრებთან ერთად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის თხოვნით, პრემიერმა სამების ტაძარში მრევლს მიმართა.

ტაძარში ოპოზიციური პარტიების, საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი იმყოფებოდნენ.