07 აპრ 2018
სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. ლიტურგია, უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილები დალოცა და იქადაგა. წირვის მსვლელობისას ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლი მიიტანეს.