უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი

05 აპრ 2018

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს დილის 7-დან 23 საათამდე 11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

11 ნომერი ავტობუსი, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.