ციხეებში სააღდგომო ამანათების შეგზავნა დაიწყო

04 აპრ 2018

სასჯელაღსრულების სამინისტრო სააღდგომო ამანათების შეგზავნაზე განცხადებას ავრცელებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის სააღდგომო ამანათების შეგზავნა დაიწყო.

პროცესი 5 და 6 აპრილს 20 საათამდე გაგრძელდება. შაბათს კი 15 საათამდე.