ხელვაჩაურში მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას აქციებით ითხოვენ

04 აპრ 2018

ხელვაჩაურის სოფელ ჩელტაში მ​ოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით გამართეს. ამბობენ, რომ სამარშუტო ტაქსები სოფელში საათში ერთხელ დადიან. აქციას სკოლის ​პედაგოგებიც შეუერთდნენ

"აუცილებელია დამატებით დაინიშნოს სამარშრუტო ხაზი, სოფელში მხოლოდ 147 ნომერი დადის, ისიც საათში ერთხელ მოძრაობს, ამის გამო მასწავლებლებს სკოლაში მისვლა აგვიანდებათ. მინიმუმ ნახევარ საათში ერთხელ დადიოდეს" - ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები. 

ჩელტაში მცხოვრებლები მგზავრობის ტარიფის თვითნებურ ზრდასაც აპროტესტებენ,  პრობლემის შესახებ მერიაში დაწერეს განცხადებაც, თუმცა "პასუხი ამ დრომდე არ მისვლიათ". 

147 სამარშუტო ხაზზე ტარიფი თებერვალში გაიზარდა.