დასაქმების  პროგრამა  ყოფილი  პატიმრებისთვის

04 აპრ 2018

ყოფილი პატიმრების დასაქმებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. სოციალური საწარმოს შექმნის საშუალება საინიციატივო ჯგუფებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემათ. „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ პროექტს „ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ და ეი-ეს -ბი ახორციელებს.

თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის, რომლებიც  სოციალურ საწარმოებს შექმნიან   ევროკავშირი 15 ათასი ევროს გამოყოფს.