ძლიერმა ქარმა საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა

02 აპრ 2018

ძლიერმა ქარმა თაბუკაშვილის პირველ ნომერში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შენობაში მცოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ. ისინი შიშობენ, რომ წვიმის დროს საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანოთ.

ბონი-გოროკოდის დასახლებაში მერიის წარმომადგენლის ინფომაციით, დღეს საცხოვრებლის ზარალს შეაფასებენ და დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მოხდება. გადახურავს თუ არა მერია სახლს ამ ეტაპზე უცნობია.