აჭარაში აუტიზმის რეაბილიტაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა

01 აპრ 2018

მახინჯაურში აუტიზმის რეაბილიტაციის ცენტრი სახელად ,,ნემო“ გაიხსნა. ცენტრი უზრუვნელყოფილია თანამედროვე აღჭურვილობით, აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში ჩაერთონ და რეაბილიტაციის კურსი გაიარონ. 

აჭარაში აუტიზმის სულ 8 ცენტრი ფუნქციონირებს. 6 ბათუმში 1 ქობულეთში 1 კი ჩაქვშია. 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ სამინისტრო ასევე შეზღუდული სტატუსის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის  5 სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. .სამინისტროს პროგრამაში აუტიზმით დაავადებული 50 - მდე ბავშვია ჩართული.