აუტიზმის საერთაშორისო დღე

01 აპრ 2018

''აუტიზმის გასაღები-სიყვარულია''-ამ სახელწოდების აქცია ჩატარდა ქედაში. მერიის წარმომადგენლებმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ერთად აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

გაუშვეს ფერადი ბუშტები, ბავშვებმა კი ასფალტზე აუტიზმის სიმბოლო დახატეს.. ღონისძიების მიზანი აუტიზმის შესახებ  საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.