გორგილაძის ქუჩაზე ქსოვილების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

01 აპრ 2018

ხანძარი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. ცეცხლი სამკერვალოს და ქსოვილების მაღაზიას გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, განადგურდა ობიექტში არსებული პროდუქცია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.