ბათუმში თურქული ორი სამხედრო გემი შემოვიდა

29 მარ 2018

ბათუმის ნავსადგურში ორი სამხედრო თურქული გემი ''TCG ფათიჰი'' და ''TCG ვოლკანი'' შემოვიდა.

ორ აპრილს კი, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან სწავლებაა დაგეგმილი. გემები სამხედრო-საზღვაო წვრთნების  ,,ზღვის ვარსკვლავი 2018"- ის ფარგლებში შემოვიდნენ.

სამხედრო სწავლება, თურქეთსა და საქართველოს შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.