FLEX-ის გამარჯვებული ოთხი ბათუმელი მოსწავლე ამერიკაში გაემგზავრება

28 მარ 2018

ოთხ ბათუმელ მოსწავლეს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის ერთი წელი ელოდება – ეს ჩვეული წელი არ იქნება, რადგან მოზარდები თავისუფლების ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიან.  

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის გამარჯვებულებმა სამი რაუნდი წარმატებით გაიარეს და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ერთ-ერთი მთავარი ინგლისური ენის ცოდნაა, თუმცა როგორც მოზარდები გვიყვებიან ეს ყველაფერი არაა – გულწრფელი პასუხებით და კომუნიკაბელურობით მოპოვებული წარმატება.