ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

27 მარ 2018

საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო თექაზე შესრულებული ნივთები, სამკაულები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს.

თექაზე მუშაობის კურსი საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულმა კუთხეში ისწავლება.