შეზღუდვა რიკოთის გვირაბში

26 მარ 2018

რიკოთის საავტომობილო გვირაბში დღეს ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიზეზი გვირაბში მართვის ავტომატიზირებული სისტემის შემოწმებაა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.