არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

05 ივლ 2016

აქტიურად საუბრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმდჯომარის პოსტს დიპლომატი ზურაბ პატარაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე, ყაზახეთში საქართველოს სრულფლებიანი ელჩია. სხვადასხვა დროს იგი  კერძო საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობდა. 2011-2012 წლებში მუშაობდა თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში საბერძნეთში, კერძოდ   სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული იყო. 2007-2009 წლებში კი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად მუშაობდა. ასევე 1996-2000 წლებში იყო რეგიონის  შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ინსპექტორი, მას ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიცია.