25 მარ 2018
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შუახევსა და ხულოში ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები მოეწყობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ლოკაციები უკვე შერჩეულია.
საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შუახევში ნენიის ხიდთან მოეწყობა, ხულოში კი მწვანე ტბაზე. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია.