4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში

24 მარ 2018

მიწისძვრა იყო საქართველოში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:45 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა.