უარი გირაოზე და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა პროკურატურის მოთხოვნით

24 მარ 2018

2 თვიანი წინასწარი პატიმრობა გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის. დაკავების სანაცვლოდ დაცვის მხარე 20-20 ათას ლარიან გირაოს თავაზობდა.

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებულებს პროკურატურა პასუხისმგებლობას უსაფრთხოების წესების დაცვის დარღვევაში აკისრებს.