24 მარ 2018
ინდოეთის სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს ბათუმში მცხოვრებმა ინდოელებმა. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ინდური კულტურა იქნა ნაჩვენები.
დედაენის დღეს ინდოელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 450-ზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს.