სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა

24 მარ 2018

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი 15 წლისაა. იუბილე აკადემიის სტატუსის მინიჭებით და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა. სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად, ცენტრში  სამეთაურო-საშტაბო კურსი იწყება, რომელმაც ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტები უნდა მოამზადოს.

თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა.