“ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებულის ოჯახის მოთხოვნა

23 მარ 2018

სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე ერთი - ერთი დაკავებულის გიორგი მიქელაძის ოჯახი, მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ისინი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სასტუმროს ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას გიორგი მიქელაძის დაკავებასთან დაკავშირებით.