რეზოლუცია ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ-განხილვა უმაღლეს საბჭოში

20 მარ 2018

რეზოლუცია იქნება პლენარულის სხდომის მთავარი თემა უმაღლეს საბჭოშიც. დეპუტატები იმსჯელებენ რეზოლუციის ტექსტზე, სადაც აღნიშნულია, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. როგორც რეზოლუზიაშია აღნიშნული, დეპუტატები პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ.