სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

19 მარ 2018

კიდევ ერთი ფატალურად დასრულებული შემთხვევა ბათუმში. ორსართულიანი სახლის სახურავიდან დასაქმებული გადმოვარდა და გარდაიცვალა. პროფესიული კავშირების გაერთიანება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კორპუსის სახურავზე სამუშაოებს მერიის დაკვეთით, ერთ-ერთი კერძო კომპანია ახორციელებდა. გარდაცვლილი კომპანიის დირექტორის ძმაა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.