წარმოდგენა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

19 მარ 2018

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა 26-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სპეციალური საჭიროების მქონე პატარებისთვის დღეს წარმოდგენა “ოცნების გზაჯვარედინზე”  გაიმართა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხვალ აღინიშნება.