სასამართლომ ზოოკუთხის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელი დააკმაყოფილა

18 მარ 2018

ზოოპარკის ყოფილმა თანამშრომელმა ხელმძღვანელს სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილების თანახმად ალექსანდრე თევზაძე ვალდებულია ამირან მურვანიძე სამსახურში აღადგინოს და დაახლოებით 1 წლის ხელფასი აუნაზღაუროს.

თევზაძე მურვანიძის გათავისუფლების მიზეზად გულგრილობას ასახელებდა, იგი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 50-მდე ცხოველი დაიღუპა. მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივი და მხარეთა პოზიციები.