აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში დასრულდა

17 მარ 2018

აჭარის პირველობა დასრულდა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 2004-2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

რეგიონის პირველობაზე საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენები აჭარის ნაკრებში მოხვდნენ და საქართველოსა და სხვადასხვა ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. სამომავლოდ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას 25 მდე ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი.