ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

16 მარ 2018

ევროპის  მე-19    ჩემპიონატი  ჭადრაკში  ვაჟებს შორის-  ბათუმი    საერთაშორისო დონის ტურნირის მასპინძელია. ტურნირში  34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე  მონაწილეობს. მსოფლიო თასის  საგზურისთვის კი საქართველოს სახელით 32 მოჭადრაკე იბრძვის.

 ჩემპიონატის  საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. კონტინენტის პირველობა  ბათუმში   მეორედ იმართება,  პირველად   მსგავსი  შეჯიბრი 2002 წელს ჩატარდა.