შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრი სტამბოლში

14 მარ 2018

სტამბოლის „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელები დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ცენტრის დამფუძნებლებმა მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ორგანიზაცია გასულ წელს თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა დააფუძნეს, მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.