როკის გაორკესტრებული ვერსია და ვარსკვლავთცვენა

03 ივლ 2016

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი მელომანებს ხუმრობა ეგონათ, მაგრამ ვინც დაიჯერა, გუშინ ხელოვნების ცენტრში ნამდვილი ვარსკვლავების კონცერტის მონაწილე გახდა. ისინი მართლა ჩამოვიდნენ, 70-80-იანი წლების ვარსკვლავებს, ჯგუფ: ნაზარეთის, რეინბოუს და ჯუდას პრისტის სოლისტებს გუშინ მელომანები საათნახევრის განმავლობაში ფეხზე მდგარი უსმენდნენ.