მიღება პრეზიდენტის სასახლეში

03 ივლ 2016

ეუთოს კონფერენციის მონაწილეებისთვის სპეციალური მიღება იწყება, სტუმრებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას მასპინძლობს. ყოველწლიური შეკრება ხვალ პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. საპარლამენტო თანამშრომლობის ფორუმზე დასასწრებად ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 700-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა.