ნარჩენების მართვის ევროპული გამოცდილება

13 მარ 2018

ნარჩენების მართვის შესახებ რეკომენდაციები   სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა  პირებმა   ბუნების მკვლევარებისგან  მიიღეს. ექსპერტების  თქმით,  ნარჩენების მართვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული  გზა მათი დახარისხება და გადამუშავებაა. ამ მიდგომის დანერგვა საქართველოში   2019  წლიდან იგეგმება.

საამისოდ კი  აუცილებელია როგორც ფინანსური,  ისე ადამიანური რესურსის გაზრდა და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  შეხვედრა შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის  „დავასუფთავოთ  საქართველოს“ ფარგლებში  გაიმართა.