''ფესტივალები  განვითარებისთვის'' - ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

13 მარ 2018

“ფესტივალები განვითარებისთვის”- ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მისი მიზანია ბრიტანული და ქართული გამოცდილების გაზიარება ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში - ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.  საერთაშორისო კონფერენცია უნდა დაეხმაროს ბათუმს საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაიქცეს.