აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია

11 მარ 2018

სახალხო დამცველის აჭარის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. აპრილის ბოლომდე ამ პოზიციაზე  მოვალეობის შემსრულებელი იმუშავებს. შემდეგ  გადაწყდება გამოცხადდება თუ არა კონკურსი აღნიშნულ თანამდებობაზე.  

აჭარის ოფისის ყოფილმა უფროსმა თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა. ციალა ქათამიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად კონკურსის წესით დაინიშნა. ის აჭარის ოფისს 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.