“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერის გადადგომას მოითხოვს

09 მარ 2018

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ გუშინდელი განცხადების გამო პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას ითხოვს - ‘’რუსეთისთვის შუამავლის სტატუსის შეთავაზება ღალატის ტოლფასია’’ - წერია ოპოზიციის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მისი გავრცელების დრო და შინაარსი საგანგაშოა.

‘’ასეთი განცხადება წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წახალისებას ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე’’ - ნათქვამია წერილში. ოპოზიციის ლიდერებმა პრემიერის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე  საჯარო განცხადებებიც გააკეთეს. ისინი სოფელ წილკანში ჩავიდნენ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.