საპატრიარქო: ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ

05 მარ 2018

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ. დღესვე საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის გამოგზავნილი საპასუხო წერილი გაასაჯაროა.

ციტატა: “ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით” - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.