რატომ აღარ ისწავლება ცალკე ქართული ენის გრამატიკა?

04 მარ 2018

ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები – სასკოლო განათლებაში უკვე მერვე წელია, სამივე საფეხურის მოზარდებს გრამატიკასა და ლიტერატურას შერეული მეთოდით ასწავლიან, რასაც მასწავლებელთა ნაწილი პოზიტიურად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს რომ აუცილებელია გრამატიკა ცალკე ისწავლებოდეს.

ზოგად განათლებაში არსებული ხარვეზების შედეგებს იმკიან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ღიად საუბრობენ იმ აუცილებელ საფუძვლზე, რასაც მოზარდი სკოლაში უნდა იღებდეს. განათლების სამინისტროს პოზიცია და კითხვა რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ისმის: იციან თუ არა ქართული ენა სკოლადამთავრებულებმა?