12  ათასამდე  სატრანსპორტო საშუალებიდან 32%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

04 მარ 2018

12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.