სახალხო დამცველი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა

04 მარ 2018

სახალხო დამცველი სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ პირადად მიუსამძიმრა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მიაწოდა ინფორმაცია საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის შესახებ.