დისკუსია - “რატომ   გენდერული კვოტები”

02 მარ 2018

მიმდინარე თვეში პარლამენტის პლენარულ სესიაზე  განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც  ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების შეტანასა და გენდერული კვოტების შემოღებას გულისხმობს.  კანონპროექტის თანახმად ,  პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან საარჩევნო სიების წარდგენისას 50%- იანი გენდერული ბალანსის პრინციპით ისარგებლონ და სიაში ყოველი მომდევნო წევრი განსხვავებული სქესის კანდიდატი ჰყავდეთ.

ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში შედგა. ,, რატომ გვჭირდება გენდერული კვოტები’’ – ამ სახელწოდების დისკუსიას საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.