საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

01 მარ 2018

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასაჩივრებს. საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას გულისხმობს.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა.