ნინო ბაციაშვილი მსოფლიოს მოჭადრაკეთა სიაში დაწინაურდა

01 მარ 2018

ნინო ბაციაშვილი მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა სიაში დაწინაურდა. მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის -"ფიდეს" მიერ გუშინ გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით ბაციაშვილმა მე-11-დან  მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოში კი პირველ ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.  საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატზე, მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.