ახალი ბულვარი ძლიერი ღელვის შემდეგ

01 მარ 2018

ბათუმის ახალი ბულვარი. სანაპირო ძლიერი ღელვის  შემდეგ ასე გამოიყურება.

შტორმმა სანაპიროზე ქვიშა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა სახის ნაგავი გამორიყა.

ბათუმში გუშინ, მთელი დღის განმავლობაში წვიმდა. ღამით, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაეცა.

ზღვისპირა ქალაქში დღეს მზიანი ამინდია. 

ფოტო: მარი ბოლქვაძე