სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

28 თებ 2018

მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონპროექტის ინიცირების საკითხს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. პროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე განსაზღვრავს.