საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში

26 თებ 2018

5 ოქრო და 3 ბრინჯაო - ასეთია აჭარის კონტაქტური კარატის მონაპოვარი კიევის საერთაშორისო ტურნირზე. ახალგაზრდებს შორის ტურნირში  4 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ოქროს მედლების მფლობელები დავით ბასილაძე, მინდია მგელაძე, დავით მსხალაძე, ედგარ უსტიანი და დათა ფუტკარაძე  გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი საბა თავდგირიძემ, ლაშა შანთაძემ და ემილ კახიძემ მოიპოვეს.