ღოღობერიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

02 ივლ 2016

ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. საბაჟოზე მას არასამთავრობო ორგანიზაცია ''კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის'' ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ფეხსაცმელი ესროლა, რასაც ღორობერიძის დაკავება მოჰყვა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 116-ე მუხლის თანახმად, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, ღოღობერიძეს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.