ბათუმის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 5 საათით შეუწყდება

25 თებ 2018

კომპანია „ბათუმის წყალი" ქალაქის სამი სხვადასხვა უბნისთვის მიწოდებული და გახარჯული წყლის საერთო რაოდენობების შედარების მიზნით, ნულოვანი ტესტირების ჩატარებას გეგმავს.

სამუშაოების ჩატარების განმავლობაში, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 00:00-დან 05:00 საათამდე შეუწყდება: ლადო ასათიანის, სულხან-საბა ორბელიანისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს.

სელიმ ხიმშიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს - ჭავჭავაძის, პუშკინის, გ. ბრწყინვალის, ჩაიკოვსკის, მამია კომახიძის, ოსტროვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში.

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩას - ჭავჭავაძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.

26 მაისის ქუჩას - ჭავჭავაძიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.

ლუკა ასათიანის ქუჩას - ჭავჭავაძიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე.

ლერმონტოვის ქუჩას - ბაგრატიონიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.

გენ. აბაშიძის ქუჩას - ვარშანიძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.

ჰ. აბაშიძის, მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს - ჭავჭავაძიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე.

ნულოვანი ტესტის ჩატარების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ექნება ზუსტი მონაცემები მოსახლეობის მიერ გამოყენებული და სხვადსხვა დაზიანებებისა, თუ მცირე გაჟონვების შედეგად დაკარგული წყლის საერთო რაოდენობის შესახებ - წერია განცხადებაში.