შმაგი ბოლქვაძის გამარჯვება კიევის საერთაშორისო ტურნირზე

24 თებ 2018

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა, შმაგი ბოლქვაძემ ჩემპიონის ტიტული, კიდევ ერთხელ მოიპოვა. ხულოელმა სპორტსმენმა უკრაინელი დიმიტრო პინკოცი 7-5 დაამარცხა.

კიევში, ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოასპარეზე სპორტსმენები მონაწილეობენ.