პრეზიდენტმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

24 თებ 2018

“იუნკრების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და 100 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს” – ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია.

გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მეომრების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი იუნკრების მემორიალთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.