დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევა

23 თებ 2018

ბათუმში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აკურთხა. ტაძარი ანანურის ქვითაა ნაგები. მშენებლობა  2006 წელს  დაიწყო, უსახსრობის გამო კი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. ტაძრის წინამძღვარი მამა თევდორე თავდგირიძე იქნება.