ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი 4 მარტიდან იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება

23 თებ 2018

ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი 4 მარტიდან იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება. გასტროლისთვის დასი აქტიურად ემზადება. ფესტივალში 20 ქვეყნის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალზე” ენვერ ხაბაძის  ანსამბლი კი პირველად წარსდგება. ხარჯების ნაწილს ბათუმის მერია დაფარავს.